19:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 10:53:17, 479 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და EU-ის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ჩვენთვის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, არაღიარების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და აღნიშნულის მისაღწევად ამ სახელმწიფოების პარტნიორობა და მხარდაჭერა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შედეგები შეაფასა და ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იყო საუბარი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გვჭირდება უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეფორმა. ამ რეფორმებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა თქმა უნდა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში გვაქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების იმედი, ხოლო ევროინტეგრაციის ნაწილში - ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმედი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, საქართველო, პრაქტიკულად, დღეს იყენებს ორივე ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის“, - დასძინა ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics