|
2024-02-20 17:30:02, 603 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი უახლოესი მიზანია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ
ჩვენი უახლოესი მიზანია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველომ "ძლიერი ნება დაადასტურა იმისთვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ევროინტეგრაციის გზაზე წინ სწორუპოვარი სვლა". "დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიღწევას - საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობის და თანამშრომლობის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის იმ ვალდებულებას, რომლითაც ევროკავშირის თანამეგობრობას, ამ ოჯახს უერთდება ქვეყანა. ვიზიარებ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს. ეს გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცაღა ჩვენი შედეგები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმისთვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე წინ სწორუპოვარი სვლა. ჩვენ ვახორციელებთ იმ გეგმას, რომელიც ევროკომისიამ 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ასახა. ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიაში და სხვა უწყებებში იმისთვის, რომ მოხდეს საერთო დღის წესრიგის განხორციელება და გადასვლა ახალ ეტაპებზე. ჩვენი უახლოესი მიზანი არის, რომ დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ერთიან ბაზარზე წვდომა იმისთვის, რომ მოხდეს სრული და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველო სანდო მოკავშირე და პარტნიორია. "ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და პარტნიორი რეგიონში. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას იმისათვის, რომ თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს იმ ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ამ კონტექსტში აისახება სამოქალაქო თანამეგობრობის საფუძველზე. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი განეიტრალების კვალობაზე, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს მიდგომას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული მხარდაჭერის მიმართ", - დასძინა პრემიერმა.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)