|
2024-02-20 15:33:25, 678 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო - ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ნატოში ჩაითრევენ
ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებასა და ალიანსში ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ჩაითრევენ,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, "კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება". "ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით გაჭიანურებული უმსხვილესი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში დაშინების ძველი მეთოდების გამოყენებით. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებას. მათთვის სიტუაცია ხელსაყრელზე მეტია. პირდაპირ ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ-ის ქვეშევრდომად გადაიქცა. ყოველგვარ ეჭვგარეშეა, თუ ვისი პოლიტიკა და ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ნატოში ფინეთისა და სადაცაა შვედეთის გაწევრიანება აღმოსავლეთით ექსპანსიის მორიგი ეტაპია. ალიანსში ჩაითრევენ ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით იქნება",- თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)