|
2024-02-20 14:53:28, 617 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კობახიძის განცხადებებს ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ჰქვია
ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესაძლებლობა არავის მიეცეს. „ესაა ჩვენი გუნდის პოზიცია და ყოველთვის ეს კურსი იქნება გატარებული. საქართველოს ინტერესს ყოველთვის დავიცავთ და ქვეყნის აბუჩად აგდების უფლებას არავის მივცემთ. შეიძლება ვიღაც ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, ჩვენზე დიდი ეკონომიკის, ჩვენზე ძლიერი, მაგრამ ჩვენს სამშობლოს თავში წამოარტყას და აბუჩად აიგდოს, ამის საშუალებას მათ არც ირაკლი კობახიძე მისცემს და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის რანგში ყველა პლატფორმას გამოიყენებს, არც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)