|
2024-02-20 14:19:48, 627 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე - ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ
ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სამხარაძის თქმით, „აღნიშნული ფაქტი არის ახალი ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ". „მინდა, საზოგადოებას ვამცნო იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება. ისინი ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ ამაში პარალელები გაავლონ, ანუ ისევ ამოქმედებულია ის ძველი, ასე ვთქვათ, ლობისტური ხაზები, რომლის შესახებაც ჩვენმა საზოგადოება ძალიან კარგად იცის და ეს კიდევ ერთი მცდელობაა, ასე ვთქვათ, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს სააკაშვილი",- თქვა სამხარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)