20:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 13:25:55, 646 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს - რა გაგიკეთებიათ საკუთარი ქვეყნისთვის, ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე

მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ კლასტერს - რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუთარი ქვეყნისთვის? თქვენი თავებისთვის რომ აკეთებთ დღენიადაგ, ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ქვეყნისთვის რა გაქვთ გაკეთებული?- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელოს" დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში და ეს არჩევნების შედეგებშიც აისახება.

„სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე  საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება. გადასახლებით ემუქრება ვის? - ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობთ ყველაზე დიდი ქველმოქმედებას. ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ოჯახის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა", ეს ტირანიით შეპყრობილი რეჟიმი. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ ამ რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები, ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს და იმ რეჟიმის დავალებებსაც ძალიან კომფორტულად ასრულებდით. თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვლენ და რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ საზოგადოებაში, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე",- თქვა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics