20:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 11:57:26, 464 ნახვა

პოლიტიკა
ბითაძე - ვისმენთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ინფორმაციას, თითქოს ისინი ემიჯნებიან ენმ-ს და ქმნიან ევროპულ გაერთიანებას - ეს არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა

ბოლო თვეებში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქტიურად ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეების მხრიდან ინფორმაციას, თითქოს ისინი ემიჯნებიან "ნაციონალურ მოძრაობას" და ქმნიან რაღაც ახალ, სუფთა, უმწიკვლო და ევროპულ გაერთიანებას. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებას არ დავიწყებია, თუ ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" სახე, ან ვინ აპირებს დღეს გახდეს ამ პარტიის წარმომადგენელი.

ბითაძის განმარტებით, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც "ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს". 

"არც თუ ისე დიდი დრო გასულა, რომ დაგვვიწყებოდა, ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" სახე ან ვინ აპირებს დღეს, გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წარმომადგენელი. ამ ფორმატში, განსაკუთრებით იკვეთება სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც ერთის მხრივ, ოპოზიციას მოუწოდებს გაერთიანებისკენ, მეორე მხრივ, ცდილობს, მუდმივად დააზიანოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რამაც ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მიგვიყვანა. ამასობაში, ვხედავთ ოპოზიციის რაღაც უტოპიურ გეგმებს ალტერნატიული მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერ-მინისტრად გიორგი ვაშაძე გვევლინება და ძალიან გაგვახარა ამით. ვისმენთ სალომე ზურაბიშვილის მცდელობას, დააპროგრამოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მან ვერ გაიგო, რომ საქართველოს მოსახლეობას თავისი მოსაზრება ძალიან მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. ვერანაირი სალომე ზურაბიშვილის, უცხოელი ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ვერ ჩაანაცვლებს არჩევნებს",- განაცხადა მაია ბითაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics