|
2024-02-19 22:12:33, 540 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - მარტო ხალხს კი არა ერთმანეთსაც ატყუებენ, სადღაც სხედან და წერენ ვის რა თანამდებობა ერგება
ჩემი აზრით რადგან ისინი სხედან და წერენ ამ თანამდებობებს და სახელებს და გვარებს, ესე იგი მარტო ხალხს კი არ ატყუებენ, ერთმანეთსაც ატყუებენ. სადღაც სხედან და წერენ ვის რა თანამდებობა ერგება და ზუსტად ეს სახელები და გვარებია ვისაც არ მიიღებს ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების გზით მინისტრების დაკომპლექტების ნაცვლად, საკონსტიტუციო გადატრიალებას აპირებს. „ისინი არჩევნების მოგებას კი არ აპირებენ თურმე, კაი ერთმანეთს აგიჟებენ და მინისტრების პორტფელებს ინაწილებენ და პრემიერ მინისტრს წყვეტენ და მიშა სააკაშვილმა იცის ნეტა ეს ყველაფერი, ვაშაძე რომ ჰყავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად? მთელი ამბები იქნება ამაზე, ეს რომ გაუხმაურდათ, სახლში არ იციან როგორც ჩანს ისინი რაღაცებს რომ წერენ თავისთვის. მაგრამ, იქ ორი თანამდებობა იყო ისეთი, გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების უფროსი. ანუ ისინი არჩევნების გზით მინისტრების დაკომპლექტებას კი არა, საკონსტიტუციო გადატრიალებას აპირებენ. კარგი მინისტრები დაინაწილეს, თავისთვის ოცნებობენ და ოცნებას კაცი არ მოუკლავს, გასაგებია, ყველანაირი მნიშვნელობით, მაგრამ ის, რომ აქ ჩაწერეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენპროკურორი, არჩეული თანამდებობის პირები, რომლებიც სულ რომ სხვა ხელისუფლება იყოს დაუშვათ, ისინი არჩეულები არიან და თავისი ვადა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აპირებენ საკონსტიტუციო გადატრიალებას და არა არჩევნებს. ანუ ამაშიც კი თვითაღიარება გამოუვიდათ, იმდენად არაპროფესიონალები არიან, კვალიფიკაციის საკითხია, რომ შეიძლება არც იციან, რომ ის ხალხი არჩეულია, იმიტომ, რომ მე რომ მეგონა ხოლმე რაღაც მომენტში, რომ ეს ხალხი რაღაც კვალიფიკაციის, რაღაც ხარისხის იყო იქაც პრობლემა და გარღვევები აქვთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)