21:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 11:58:37, 738 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას გაეცნო. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია  ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7 სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 200 ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 130-ზე მეტ ნორმატიულ აქტთან, რომელიც ფარავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ამოქმედებულია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებს; სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიასა და ფიტოსანიტარიულ პოლიტიკას; ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ლაბორატორიული ტესტირების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს; გარემოსა და კლიმატის სექტორში ადმინისტრაციული და ინსპექტირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს; საქართველოს კანონს „წყლის რესურსების მართვის შესახებ,“ რომელიც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობას ეფუძნება; გარემოსდაცვითი ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს; ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „სამრეწველო ემისიების შესახებ“; ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics