|
2024-02-17 11:22:49, 2429 ნახვა
სამხედრო
სამთო მომზადების სკოლამ 18 წლის იუბილე აღნიშნა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, მათ სკოლის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე სკოლის ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. "საიუბილეო ღონისძიებაზე „სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამის“ დასრულებაც აღინიშნა. კურსი სამი კვირის განმავლობაში დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა. სამთო მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)