15:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 22:02:35, 779 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ბაიდენმა თქვა, რომ ციხეშიც კი ნავალნი აგრძელებდა სიმართლის თქმას.

„რუსეთის ხელისუფლება თავის ისტორიას მოგიყვებათ. მაგრამ დაიმახსოვრე: ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ ახლა დროა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც აგრძელებს რუსეთთან დაპირისპირებას.

"მიკვირს და ვბრაზობ. ნავალნი იყო ყველაფერი, რაც პუტინი არ არის. ის იყო მამაცი, იყო პრინციპული, მოწოდებული იყო აეშენებინა რუსეთი, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს და სადაც ის ყველას ეხება.

ალექსეი ნავალნი გაბედულად შეეწინააღმდეგა კორუფციას, ძალადობას და ყველაფერს ცუდს, რაც პუტინის მთავრობამ გააკეთა. დევნის, მოწამვლისა და სისხლის სამართლის საქმის მიუხედავად, ის რუსეთში დაბრუნდა, რადგან იცოდა, რომ შეიძლებოდა ციხეში დასრულებულიყო მისი სიცოცხლე.

თუ მისი გარდაცვალების ამბავი დადასტურდა, ეჭვგარეშეა: მის სიკვდილში პუტინი და სხვა არავინაა დამნაშავე. რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ვერსიას წარმოაჩენს, მაგრამ არ უნდა შევცდეთ. ეს კიდევ ერთი დასტურია პუტინის სისასტიკისა." განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics