15:49 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 20:13:22, 794 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ნავალნის მკვლელობაში დასავლეთი დაადანაშაულა

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა ნავალნის მკვლელობაში დასავლეთი დაადანაშაულა.

როგორც დუმის სპიკერი აღნიშნავს, ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი იენსტ სტოლტენბერგი, აშშ-ის ხელმძღვანელობა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ყველა მათგანი, მათი სახელები კარგად არის ცნობილი: ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი და აშშ-ის ხელმძღვანელობა, შოლცი, სუნაკი და ზელენსკი. სწორედ ისინი, ვინც მიიღეს უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილებები და მიჯაჭვულნი არიან თავიანთ პოზიციებზე, სარგებლობენ მისი სიკვდილით“, - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics