17:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 16:50:00, 883 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი ნავალნიზე - ცალსახაა, ის პუტინმა მოკლა - მისთვის სულ ერთია, ვინ დაიღუპება, მთავარია თავისი პოზიცია შეინარჩუნოს

ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი. ცალსახაა, ის მოკლა პუტინმა, როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, "პუტინისთვის სულ ერთია, ვინ დაიღუპება, მთავარია, მხოლოდ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს".

"ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი. ცალსახაა, ის მოკლა პუტინმა, როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ დაიღუპება, მთავარია, მხოლოდ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, არ უნდა შეინარჩუნოს არაფერი. პუტინმა ყველაფერში უნდა წააგოს, ყველაფერი უნდა დაკარგოს და პასუხი აგოს ჩედენილზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics