22:54 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 11:41:38, 527 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს

სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში კონფერენციაზე, არა საქართველოს, არამედ საკუთარ თავს წარადგენს.

„ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია. ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს და ამიტომაც თავისუფლად აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არაა. ის იქცევა ისე როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი რატომაც ის ამ პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, უცხოეთშიც მას ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები. ამიტომაც არის, რომ ის ახერხებს, ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. თუმცა ის არ წარმოადგენს საქართველოს. კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის სადაც ისაუბრებს, ისაუბრებს როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს ის საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამისი ბევრი მცდელობა ექნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 15 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics