|
2024-02-15 13:46:23, 571 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ტყუილია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ გლდანის რაიონში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა უკანონოდ ცნო
გლდანის მესამე მიკრორაიონის მიმდებარედ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მშენებლობა უკანონოდ არ უცნია, არამედ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება. „ტყუილია ეს ფაქტი და ვინც ეს განაცხადა, რეალობას აცდენილია. მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მსიამოვნებს, რომ ოპოზიციაში ასეთი ადამიანები გვყავს, კონკრეტულად ის, ვინც აღნიშნული ბრიფინგი ჩაატარა. ის ელემენტარულად ვერ არჩევს იმას, რომ სასამართლომ განხილვამდე დროებით შეაჩერა ეს გადაწყვეტილება. თითქოს თემა განიხილა უკვე სააპელაციომ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ასე აჩვენებენ ხალხს და ასე უნდათ მიიტანონ ეს ყველაფერი საზოგადოებამდე, მაგრამ ეს ტყუილია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, მსგავსი „მავნებლობა, როდესაც ეწინააღმდეგებიან ისეთ პროექტებს, რომლებიც დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა“. „აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შესაძლებელია, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს მავნებლობაა. გაუბედურებული ადამიანები 30 წელია საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. ჩვენ კი გავაკეთეთ ის, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული 12 000-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ. დღესაც, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ასევე, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს ბინებს გადავცემთ. დაახლოებით, 800-მდე ოჯახი დაგვრჩა. მავნებლობაა, როცა ასეთ პროექტს ეწინააღმდეგებიან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთება და მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)