23:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 09:09:37, 597 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - „ლელოს“ არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული - ივანიშვილი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის სტაბილურობის ფაქტორია

მგონია, რომ [„ლელოს"] ძალიან არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული. ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, არის სტაბილურობის ფაქტორი. ეს არის ობიექტური რეალობა,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, „ლელო" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ვერაფერს დააკლებს".

„ადამიანს იმდენი აქვს ნაღვაწი საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს სასარგებლოდ და მეორე მხრივ, ისეთ დროს და ისეთ ვითარებაში აქვს გამოჩენილი სიმტკიცე, რომელმაც გაიტანა ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს მშვიდობიანი თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობას ფლობს, რომ საზოგადოებაში ეს ნამდვილად განაპირობებს სიმშვიდეს. როდესაც შენ უპირისპირდები და სამიზნედ ხდი ასეთ ადამიანს და პოლიტიკური ძალის შემქმნელს, რომელმაც შექმნა „ქართული ოცნება“ და დღეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ეს მათ მხოლოდ ვნებს. ამით ისინი ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ. კიდევ უფრო სააშკარაოზე გამოაქვთ საკუთარი სახე, რომელიც რაც არ უნდა შენიღბული იყოს, რაც არ უნდა დასავლური ჩანდეს, თუნდაც თავისი ატრიბუტიკით, საქართველოს ირგვლივ ამერიკული მანქანების ტურებით, რომელიც ასევე ფიასკოთი სრულდება, მიუხედავად ამისა კარგად ჩანს, რომ აქ არაფერ ევროპულობაზე საუბარი არ არის. აქ არსად არის საუბარი კანონის უზენაესობაზე, ადამიანების და ჩვენი საზოგადოების ღირსების პატივისცემაზე“,- განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics