01:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 10:00:20, 977 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი. 

"გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში. 

საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics