23:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 18:13:27, 1090 ნახვა

პოლიტიკა
ენმ - მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

პარტიის ცნობით, მისაწვევი წერილი, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს ეკუთვნის.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს. 2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის შესაძლებლობა. გთხოვთ, იხილოთ თანდართული პროგრამა“, – ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის წერილში.


 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics