18:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 17:52:26, 750 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - რაფაჰში მიმდინარე მოვლენები და ისრაელის სამომავლო სპეცოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რაფაჰში ისრაელის მიერ დაანონსებული სამხედრო ოპერაციის გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, ქალაქ რაფაჰში მიმდინარე მოვლენები და ისრაელის სამომავლო სპეცოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.

"რაფაჰში დაჯგუფება "ჰამასის“ ძალიან დიდი ქსელი მდებარეობს, ისრაელს კი თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა ტერორისტების წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. 

გაეროს ინფორმაციით, რაფაჰში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა ღაზას სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics