23:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 19:02:58, 780 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს გენმდივანი კობახიძეს - მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას - თქვენს მოვალეობებში წარმატებებს გისურვებთ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ევროპული საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან თანამშროლობას მოუთმენლად ელოდება.

„ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, მათ შორის ევროპის საბჭოს ახლად დაწყებული საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის გზით.

ვიცი რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ხნის წევრს გაქვთ ძლიერი პიროვნული ვალდებულების გრძნობა ამ საკითხისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში და გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ევროპული გზის განსამტკიცებლად.

გასულ წელს, რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტმა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ერთიანობის განახლებულ გრძნობას შეუწყო ხელი. მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ამ საერთო მიზნების მისაღწევად და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან მოვალეობებში“, - აღნიშნულია მის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics