09:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 17:44:16, 923 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთებამ, არ შეიძლება, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა არ იქონიოს

ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მოსკოვი ელოდება სომხეთთან შეთანხმებას გარანტიებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰააგის ორდერის საფუძველზე არ დააკავებენ.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიების მიღება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში და კრემლი ამაზეა ფოკუსირებული“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics