|
2024-02-12 12:46:36, 560 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი ალიევისთვის მილოცვაზე - ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით
გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან,- ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს. ჩიქოვანი პრეზიდენტის ამ ნაბიჯს "უგუნურ გადაწყვეტილებად" აფასებს. "გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა აზერბაიჯანის ლიდერთან, აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო არაერთხელ ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას და მეორეს მხრივ, ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, ამ შემთხვევაში, თითქოს რომ ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს და უსურვეს წარმატებები ბატონ ალიევს ახალი პრეზიდენტობის პირობებში, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მგონია, რომ ეს აზიანებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და მეორეს მხრივ მგონია სულაც უგუნური გადაწყვეტილება, მაგრამ შესაძლებელია ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია პრეზიდენტი აღასრულებს და გარკვეულ დავალებებს მიყვება“,-განაცხადა ჩიქოვანმა.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)