2024-02-11 13:34:23, 990 ნახვა
მსოფლიო
სანდუ - არ გამოვრიცხავ, რამდენიმე წელში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს
არ გამოვრიცხავ, რამდენიმე წელში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს.
სანდუს თქმით, მთავარი საკითხი რუსული ჯარების არსებობაა.
"ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა. ვცდილობთ, ეტაპობრივად, დიდი ხმაურის გარეშე გადავწყვიტოთ საკითხები...
ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლის მსახურები აქ დილიდან საღამომდე გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტის შესახებ, მაგრამ მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსს მხოლოდ რუსეთი არღვევს. არცერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს",- აცხადებს სანდუ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,