22:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 15:24:50, 700 ნახვა

საზოგადოება
მერია - რომელაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ნაძალადევის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, N20 კორპუსის მიმდებარედ, 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რომელაშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე, გზის კეთილმოწყობამდე 100 მეტრი გრძივი და 6 მეტრი სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, ასევე, ტროტუარი მოეწყო. კომპანიამ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი, 300 მეტრ სიგრძეზე ამორტიზებული სასმელი წყლის მილი შეცვალა.

„საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. საყრდენი კედლის მშენებლობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 490 000 ლარი, ხოლო საგზაო სამუშაოებისთვის 139 614 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics