23:45 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 14:49:37, 736 ნახვა

საზოგადოება
SOLO თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა - TAF 2024-ის პარტნიორია

SOLO-სთან პარტნიორობით, თბილისში თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა - TAF 2024 ბრუნდება. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 11-14 აპრილს გაიმართება.

TAF 2024 რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გალერეებს, დამოუკიდებელ ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს.

პროექტი მიზნად ისახავს, თანამედროვე ლოკალური და საერთაშორისო ხელოვანების ხელშეწყობას, მათი ნამუშევრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და არტისტების საერთაშორისო კოლექციონერებთან, დილერებთან და კურატორებთან დაკავშირებას.

პლატფორმა აერთიანებს როგორც გამოფენას, ასევე სხვადასხვა პერფორმანსებს, სამუშაო შეხვედრებს, TAF Talk-ების სერიას, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები ხელოვნების გარშემო საინტერესო და აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ.

TAF 2024-ის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური პროგრამა, რომლის მთავარი ფოკუსი რეწვის ოსტატებზე იქნება. შესაბამისად, არტისტები საკუთარ გამოცდილებას და ტექნიკას დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ. ამასთან, ფრანგულ გალერეასთან Odile Ouizeman-თან კოლაბორაციით მოეწყობა გამორჩეული ხელოვანის, Ulla Rosen Winbladh Culioli -ის  მსოფლიო პრემიერა საქართველოში. მისი ნამუშევრები ხელოვნების სამყაროს აღმოჩენად მიიჩნევა.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის დათვალიერება როგორც ხელოვნების ექსპერტებს, ასევე ფართო აუდიტორიასაც შეეძლება.

SOLO აგრძელებს კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ხელოვანების ცნობადობის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ წელს TAF 2024-ის პარტნიორები ვართ. აღნიშნული მრავალპროფილური ღონისძიება ხელს უწყობს როგორც ლოკალური არტისტების საერთაშორისო კურატორებისა და კოლექციონერებისთვის გაცნობას, ასევე საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას და ქართულ საზოგადოებაში მსოფლიოში აღიარებული ხელოვანების და მათი ნამუშევრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. იმედი გვაქვს, წელს ღონისძიება კვლავ საზოგადოების ყურადღების ობიექტი გახდება და მრავალ ვიზიტორს ვიხილავთ“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics