2024-02-07 21:49:22, 758 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი - ფინეთს რუსეთის არ ეშინია, მაგრამ ფხიზლად ვართ
ფინეთს რუსეთის არ ეშინია, მაგრამ ფხიზლად ვართ, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა.
როგორც ფინეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს და ამ ომმა ევროპა გამოაფხიზლა.
„ფინეთის მოდელი მშვიდობის გარანტიაა. ევროპაში ნატო-ს ქვეყნები ასე რომ მოიქცეულიყვნენ, გაერთიანებული ძალები უზარმაზარი იქნებოდა. ასეთ ძლიერ მოთამაშეზე თავდასხმას ვერავინ შეძლებდა“, - განაცხადა ნიინისტომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,