2024-02-06 21:41:00, 713 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სააპელაციო სასამართლო - დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო იმუნიტეტი არ აქვს
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ აქვს საპრეზიდენტო იმუნიტეტი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმუნიტეტი, რომელიც იცავდა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს, უკვე აღარ იცავს მას სამართლებრივი დევნისგან.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,