22:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 15:18:18, 560 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - გვარამიას ენმ-სგან გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია - როგორ შეიძლება გაემიჯნონ ერთმანეთს ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰქონდათ საერთო წარსული

ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ და როგორც არ უნდა გაიშალონ ამ ოპოზიციურ ველზე, თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან, თავზე მაღლა ძალა ჯერ არავის უპოვია და ვერც ისინი იპოვიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს ნიკა გვარამიას „ნაცებისგან" გამიჯვნა“ სასწაულად მიაჩნია და და როგორც თვითონ ამბობს, ამისთვის არგუმენტებიც არ სჭირდება. 

„როდესაც მაგალითად, გახარია ცდილობს, გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“, ჯერ უნდა გაემიჯნოს თავის წარსულს ამ მიმართულებით, როდესაც მან ჯერ უღალატა თავისივე გუნდს და შემდეგ კოალიცია შეუქმნა საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე, ეს ხელოვნური გამიჯვნები შედეგს ვერ მოუტანთ და გინდა შეკრიბონ თავისი რეიტინგები და გინდა ცალ-ცალკე გამოვიდნენ, არცერთ შემთხვევაში წარმატება არ არის. ამიტომ, სხვა რადიკალურ ღონისძიებებს მიმართავენ, ალბათ, თავისი მიზნების შესასრულებლად",- აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
მღვდელი ჯაღმაიძე - ევროპარლამენტის უნიათობით ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 2022-2026 წლების უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ მონაცემების დეკლასიფიკაციის ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics