22:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 12:34:02, 650 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - პარლამენტის ტრიბუნასთან ბოლოჯერ არ ვდგავარ - პირველად ვდგავარ, როგორც EU-ის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი [ვიდეო]

პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 2023 წელს გამოწვევებისა და სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია.

"პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით!

2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა. გამოწვევები შეეხო, პირველ რიგში, უსაფრთხოების სფეროს. უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომი გაგრძელდა, რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა, მეტიც, ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა.

მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გარეშე ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
მღვდელი ჯაღმაიძე - ევროპარლამენტის უნიათობით ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 2022-2026 წლების უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ მონაცემების დეკლასიფიკაციის ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics