00:50 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 11:32:59, 584 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი

უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პროფესიონალი და გმირი სამხედროების მიმართ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართვლოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა, ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები. ყოველ ჯერზე ღირსებით და სიმამაცით იცავდნენ ჩვენი სამხედროები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული სამხედროების ხსოვნის წინაშე. დიდება მათ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ჩიქოვანის თქმით,მისთვის საამაყოა თავდაცვის ძალების განვითარებისთვის მუშაობა.

„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად. მინდა, დიდი პატივისცემა დავაფიქსირო თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ გიორგი მათიაშვილის მიმართ, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის შემადგენლობის, სარდლობების ხელმძღვანელების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და თითოეული რიგითის მიმართ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა ირაკლი ჩიქოვანმა, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილს.

ირაკლი ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალების შემდგომი გაძლიერებისთვის პარლამენტთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics