06:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 09:45:40, 567 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი - შეჯიბრის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან

გუდაურში "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის  ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 

ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები - ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი ბრიტანელმა სპორტსმენმა, შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი კანადელმა სპორტსმენმა, ელიოტ გრონდინმა დაიკავა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით,  შეჯიბრის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან.

"გუდაურის შეჯიბრის  ორგანიზებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მეორე დღეც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ინფრასტრუქტურაც მშვენიერია. ყველა ძალიან მონდომებული და ენთუზიაზმით სავსეა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა სეზონის საუკეთესო ღონისძიება იქნება",- განაცხადა უვე ბეიერმა.

შეგახსენებთ, "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის ჩემპიონატი 3-4 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი კი, ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics