06:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 10:48:20, 677 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთში ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთში ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაგისტრალური არხის და ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის, ჯამში, 5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთები მონოლითური რკინა-ბეტონით მოპირკეთდება.

"შეკეთდება და აღდგება აღნიშნულ მონაკვეთებზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა (გვირაბი, გალერეა); არსებული მილხიდები და საფეხმავლო გადასასვლელები ახლით შეიცვლება.   

პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი; ასეულობით ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე   წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.     
პროექტის ღირებულება 6 მლნ ლარზე მეტია. 

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics