2024-02-02 09:48:37, 860 ნახვა
მსოფლიო
Politico - აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატი უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის, ასევე საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებასა და კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი საიმიგრაციო პოლიტიკისთვის თანხის გამოყოფას მოიცავს.
სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, შეთანხმების ტექსტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,