|
2024-02-02 09:22:09, 577 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ხალხმა მხარი არ დაგიჭირა, რაც არ უნდა სწორი ხედვა გქონდეს, ამ ყველაფერს ვერ იზამ - ამას გულისხმობდა კობახიძე
როდესაც ჩვენ დეოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, ეს დაკავშირებული საკითხია ევროპული გზასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს საკითხები ერთმანეთში იმდენად არის შერეული, ამის ყველაზე კარგი გაგებით, რომ ამას მარტივი მოქმედებები არ სჭირდება. მან [ირაკლი კობახიძემ] ბუნებრივია, აღნიშნა და მისასალმებელია, რომ არ გამორჩენია ისიც, რომ ამ მიზნებს ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად დავუახლოვდით, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, "იმედი LIVE-ში" განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნულს საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ხალხის როლი "პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის, შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება და ბუნებრივია, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ არც ამის საშუალება მოგვეცემოდა. მისი ხელმძღვანელობით დაწყებული რეფორმები რომ არა, 2012 წელზე აღარაფერს ვამბობ და შემდეგ რჩევებზე, რომელიც უკვე გავამხილეთ - ესენი რომ არა, ეს მარტივად არ მოხდებოდა. როდესაც შენ სწორ გზაზე დგახარ, ამის შემოქმედი არის ერთი ადამიანი, შემდეგ მენეჯმენტად ჩაშლილი ეს ყველაფერი და ხალხი ამაში მხარს გიჭერს. როდესაც ხალხის სიბრძნეზე ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე დღეს, სწორედ ამას გულისხმობდა: თუ ხალხმა ამ ყველაფერში შენ მხარი არ დაგიჭირა, რაც არ უნდა სწორი ხედვა, ენთუზიაზმი და ჟინი გქონდეს, რაც არ უნდა პატრიოტული მოტივები გამოძრავებდეს და სიყვარული გქონდეს შენი ქვეყნის, ხალხის სიბრძნე რომ არა, ამ ყველაფერს ვერ იზამ. შესაბამისად, ამ მოკლე სიტყვაში [კობახიძემ] ეს ყველაფერი ჩაატია და ვფიქრობ, შედარებით დაწვრილებით ჩვენ მოვისმენთ მისი საპროგრამო გამოსვლის დროს", - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე, თავისი თვისებებით ბუნებრივად აჩენს იმედებს. "შეიძლება მე პირადად ძალიან სუბიექტური ვიყო ირაკლი კობახიძის მიმართ, რაც ბუნებრივი ამბავია, მაგრამ, ეს არის ადამიანი, რომელიც ამ იმედს, ოდნავ თუ მას ვინმე იცნობს და იცნობს მთელი ქვეყანა, ბუნებრივად აჩენს თავისი ყველა იმ თვისებით, რომელზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ", - დასძინა მდინარაძემ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)