05:55 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 13:36:24, 576 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ველოდები, რომ ძალიან ახლოს და კონსტრუქციულად ვიმუშავებ მომდევნო მთავრობასა და პრემიერთან

ველოდები, რომ ძალიან ახლოს და კონსტრუქციულად ვიმუშავებ მომდევნო მთავრობასა და პრემიერთან,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობას წინა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან "ახლო თანამშრომლობა" ჰქონდა.

"მე უცხოელი დიპლომატი ვარ საქართველოში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო თქვენს კითხვაზე პასუხისას. რაც შემიძლია ვთქვა - ჩვენ ძალიან ახლოს ვთანამშრომლობდით პრემიერთან და მთავრობასთან. დეკემბერში გვქონდა ისტორიული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ. ახლა ველოდები, რომ ძალიან ახლოს და კონსტრუქციულად ვიმუშავებ მომდევნო მთავრობასა და პრემიერთან. დღეს არის ანონსები - ვინ იქნება მთავრობაში, მაგრამ ჯერ წინ პროცესია პარლამენტში. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, ვინ იქნება ახალი მთავრობა. ვინც უნდა იყოს, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ჩვენ - ევროკავშირი ველოდებით თანამშრომლობას ახალ არჩეულ პრემიერთან და მთავრობასთან",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics