03:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 11:16:46, 666 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს, თბილისის მერის თქმით, თავდაპირველ პროექტში ცვლილებების საჭიროება დადგა, რადგან მეტროსადგურის ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა.

„რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რადგან არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics