23:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 17:03:33, 1108 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 207 მებრძოლი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 207 მებრძოლი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის - რიგითი, სერჟანტი და ოფიცერი ჯარისკაცები არიან.

"ჩვენ ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან ვაბრუნებთ. დღეს სახლში 207 უკრაინელი დაბრუნდა, რომელთა შორის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის - რიგითი, სერჟანტი და ოფიცერი ჯარისკაცი არიან. მარიუპოლის დამცველები, ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ "აზოვსტალის", ზმეინის კუნძულის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ლუგანსკის, ხერსონისა და სუმის მიმართულებით.

ეს არის მეორე ძირითადი გაცვლა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და პრეზიდენტის დავალების შესრულებას - ყველას დაბრუნდება უკრაინაში. მადლობელი ვარ სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მიერ გაწეული მუშაობისთვის. ჩვენ დიდი მისია გვაქვს, ჩვენი მებრძოლების ნაწილი კვლავ ტყვეობაში რჩება, ვმუშაობთ მათ სახლში დასაბრუნებლად", - წერს ერმაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics