05:55 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 16:39:06, 707 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია პარლამენტის შეხვედრაზე - მოთელვითი შეხვედრაა და პოზიციების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა - სხვა არაფერი

ვფიქრობ, რომ ეს მოთელვითი შეხვედრა და გარკვეულწილად პოზიციების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობაა და სხვა არაფერი,- ამის შესახებ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე პარლამენტში სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, არის ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო თუ ანტიკორუფციული რეფორმა, სადაც "ქართულმა ოცნებამ" რეალური ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს.

"რამდენად ექნება მას გაგრძელება, თუ ეს იქნება კომიტეტების ფარგლებში გაგრძელებული მუშაობა, ესეც ამ ეტაპზე არც თუ ისე მკაფიოა. ჩემი განწყობის მიუხედავად, რომ დიდად შედეგიანად ეს შეხვედრა არ დასრულდება, მაინც ვფიქრობ, რომ საუბარი ყოველთვის ჯობია. მით უფრო იმ ფონზე, რომ გარკვეულ კითხვებზე პასუხები მივიღე და გარკვეული დაპირებებიც ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, თუნდაც საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, იმ ნაწილზე, რაც მთავრობის აღსრულების ვალდებულებაა. 

რაც არ მომხდარა შარშან და პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე შეუსრულებელი რეკომენდაციები იყო, მოლოდინი არ მაქვს, რომ  წელს მოხდება, მით უფრო, რომ საარჩევნო წელია და "ქართული ოცნების" ნომერ პირველი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics