06:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 09:54:33, 818 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ლელოს“ მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წელში

"ლელოს" მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" "ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში 18 თვე დახარჯა".

"ლელოს" მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელში. ამ გეგმას ჩვენ გავასაჯაროებთ და წარმოგიდგენთ ხვალ პარლამენტში, 15:00 საათზე და ყველას გიწვევთ.

"ქართულმა ოცნებამ" 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში. მათი მიზანი და ამოცანა არასდროს ყოფილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთს, "ლელო" ემსახურება საქართველოს. ამიტომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ ისტორიულ შანსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეცა. ასეთი შანსი კი საუკუნეში ერთხელ ჩნდება. ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო. ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო, რომ საქართველო სწრაფად წავიდეს წინ ევროპისკენ, გახდეს სრულუფლებიანი წევრი და აღარასოდეს დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics