2024-01-27 11:35:35, 859 ნახვა
მსოფლიო
მედია - აშშ-ის სახდეპმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა
ამერიკის სეერთებული სთატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ABC News-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ უკვე აცნობა.
ამასთან, როგორც მედია წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,