00:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-27 10:15:35, 660 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ მწერალ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის ბრალდების საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვის, 65 მილიონი კი - ჯარიმა.

მედიის ცნობითვე, მწერლის რეპუტაციის შელახვაში ტრამპი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს. ხოლო მისთვის რეპუტაციის შელახვის გამო ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა ნიუ-იორკის სასამართლოში დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ კი პიეველად New York Magazine-თან 2019 წელს განაცხადა. 

თავად დონალდ ტრამპი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა.

აღნიშნულის შემდეგ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა მისი რეპუტაცია შელახა. 

სასამართლომ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ 2023 წლის მაისში ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics