01:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 13:59:16, 776 ნახვა

მსოფლიო
BBC - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) აღიძრა.

"უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Ил-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს", - განუცხადეს BBC-ის უკრაინის უშიშროების სამსახურში.

მედიის ცნობითვე, უკრაინის სპეცსამსახური ავიაკატასტროფის ყველა გარემოების დასადგენად მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. 

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics