06:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 10:33:21, 660 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე - ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, უკრაინის დღევანდელი მდგომარეობაა

ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე „ქართული ოცნება“ - ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“, არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში,  ქვეყნის „უკრაინიზაცია“ მოხდება.

„მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელი და თეორიულად წარმოვიდგინო აპოკალიპტური სცენარი, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან 2021 წელს მოახერხეს მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან თავისი სანქციების დაწესებით,  მოხალისეების გაგზავნით, თავიანთი უხეში რიტორიკით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, საუბარი მაქვს მარტო იმაზე, რასაც საჯაროდაც ხედავდა საზოგადოება, კულისებს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. ასეთ შემთხვევაში პირდაპირი შედეგი გვექნებოდა ჩვენი ქვეყნის „უკრაინიზაცია“. იგივე სურათი შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენ თეორიულად 2024 წლის შემდეგაც“,- განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics