11:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-23 15:26:57, 886 ნახვა

საზოგადოება
ქარტია - სამართალდამცავები 4 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ - მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება

ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

ქარტიის ინფორმაციით, სამართალდამცავები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ  „მაუწყებლის” კიდევ 3 ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

"ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ 3 ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ ამ ძალადობრივ ქმედებას და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, რათა მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი",- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics