01:04 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-23 14:38:25, 1378 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა - დაშავდა 42 ადამიანი

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.

სინეგუბოვის თქმით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.

"დამპყრობლების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა", - წერს სინეგუბოვი.

ცნობისთვის, დღეს, 23 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი, რომელთაგანაც ერთი ბავშვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics