09:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 10:24:43, 520 ნახვა

საზოგადოება
მერია - სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება, კერძოდ:
 
„ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;
 
ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;
 
ავტობუსი N333 „თბილისი მოლის“ მიმართულებით, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“, რის შემდეგაც დაუკავშირდება ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას შეცვლილი განრიგით იმოძრავებს მეტრო „სარაჯიშვილისკენ“ და გურამიშვილის გამზირით დაუკავშირდება ცოტნე დადიანის ქუჩას, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით;
 
ავტობუსი N386 სადგურის მოედნისკენ გადაადგილებისას, დავით გურამიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ცოტნე დადიანის ქუჩისკენ და ფიროსმანის ქუჩით დაუკავშირდება სადგურის მოედანს. უკუმიმართულებისას ცოტნე დადიანის ქუჩით დაუკავშირდება გურამიშვილის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. მიკროავტობუსი N550 ვარკეთილის დასახლებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან.
 
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics