07:31 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 09:51:17, 615 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა კვლევა, სადაც არ გვქონდა 55%-ზე მეტი - ჩვენი ამოცანაა, მხარდაჭერა გავაძლიეროთ

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „კურიერი P.S.”-ს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის ამოცანაა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გაზარდოს.

„უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი. ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. 

რა თქმა უნდა, 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე არის დარჩენილი საკმაოდ დიდი პერიოდი,  თუმცა გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics