|
2024-01-18 12:02:57, 744 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-მა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას წერილით მიმართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც პარტიის იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ და გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას წერილით მიმართეს. „კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა „ქართული ოცნების“ გარდაბნის საკრებულოს წევრს და ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, გაფლანგული და მოპარული. დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს და ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა 17-მილიონიანი ხელშეკრულება, ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და დაიწყოს გამოძიება",- განაცხადა ტყეშელაძემ. ირაკლი ფავლენიშვილმა მოუწოდა თბილისის მერს, რომ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკითხის გარშემო არსებულ შეკითხვებს უპასუხოს. „ჩვენ მივმართავთ კახი კალაძეს, თბილისის მერს - უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა, ჩვენ მოვუწოდებთ მას მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის დიღმის ჭალებთან, ვარკეთილის ჭერთან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და კიდევ ძალიან ბევრი კორუფციული დანაშაულის გახსენება შეიძლება და იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ გასცეს პასუხი კონკრეტულ ბრალდებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეჭვი გვეპარება, რომ მას ეყოფა გამბედაობა, რომ მოვიდეს და პასუხი გასცეს“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)