08:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 14:17:40, 910 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - მამუკა გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

არაფერი ახალი არ უთქვამს. კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ამ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე,- ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვოლსკის თქმით, "არცერთი სტრუქტურა, მათ შორის, არც გამყრელიძე არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ ახლა თითქოსდა რამე სიახლე თქვა - არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე".

„ისინიც კი, ვინც, როგორც გამყრელიძე ამტკიცებდა, რომ დადიან ოპოზიციური ლიდერები და არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ამ თემით ჩადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში, ისინიც კი თავის მხრიდან, თავის მიერ შეთავაზებული ფორმულით, რომ თითქოსდა მთავრობას არ უნდა მიეცეს და საზოგადოება აბსოლუტურად სხვა არის ვიდრე მთავრობა, ისინიც ხელს უშლიდნენ.

მნიშვნელოვანწილად მათი წვლილიც არის იმ დესტრუქციაში, რომელიც არსებობდა ოპოზიციურ ფლანგზე. არცერთი სტრუქტურა, მათ შორის, არც გამყრელიძე არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ ახლა თითქოსდა რამე სიახლე თქვა. არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე. საზოგადოება და მთავრობა არის ერთი და იგივე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აირჩია ის მთავრობა, რომელმაც 2012 წლიდან მიაღწია იმ შედეგებს, რომელიც ადრე არ ჰქონია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების" ინფორმაციით, „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics