21:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 14:04:53, 800 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია

უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ბანდერელების პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერი სახის უკრაინაზე, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს.

მედვედევის თქმით, "რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახლა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება".

"უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ბანდერელების პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერი სახის უკრაინაზე.

რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა უკვე იქნება საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი. გვიანია. ვინც არ უნდა იდგეს უკრაინის სახელის მქონე სიმსივნური წარმონაქმნის სათავეში, მის მმართველობის ლეგიტიმურობასა და თავად ქვეყნის სამართლებრივ მდგომარეობას არაფერს შემატებს. შესაბამისად, ახალი დაპირისპირების ალბათობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. თითქმის სამუდამოდ. მეტიც, არსებობს ახალი კონფლიქტის 100%-იანი შანსი, რა უსაფრთხოების რა შეთანხმებებიც არ უნდა გააფორმოს დასავლეთმა კიევის მარიონეტულ რეჟიმთან. ამას ვერ შეაჩერებს ვერც უკრაინის ევროკავშირში ასოცირება და ამ ხელოვნური ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაც კი. ეს შეიძლება მოხდეს 10 და 50 წელშიც.

სწორედ ამიტომ, უკრაინის არსებობა ფატალურია უკრაინელებისთვისაც. ისინი, საბოლოო ჯამში, პრაქტიკული ადამიანები არიან, ახლა რამდენადაც არ უნდა უსურვებდნენ რუსებს სიკვდილს, რამდენადაც არ უნდა ეზიზღებოდეთ რუსეთის ხელისუფლება, რამდენადაც არ უნდა მიისწრაფოდნენ მითოლოგიური ევროკავშირისა და ნატოსკენ. სამუდამო ომს, გარდაუვალ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის დროს უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა (პირწავარდნილი ნაციონალისტების მინიმალური რიცხვის გარდა), რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, სიცოცხლეს აირჩევს. გაიგებენ, რომ ცხოვრება დიდ, საერთო სახელმწიფოში, რომელიც ახლა დიდად არ უყვართ, სიკვდილზე უკეთესია, მათ სიკვდილზე, მათი ახლობლების სიკვდილზე. რაც უფრო მალე გაიგებენ ამას უკრაინელები, მით უკეთესი", - წერს მედვედევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics